ჩინეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 4 დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 4 იმპორტირებული, დანარჩენი კი - შიდა გადაცემის შედეგია. აღსანიშნავია, რომ 21 შემთხვევიდან 17 პეკინში გამოვლინდა, სადაც 11 ივნისიდან, ანუ ე.წ. „ბაზრის კლასტერის“ გაჩენიდან, დღემდე ვირუსით 297 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობისათვის, ჩინეთში პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე კორონავირუსის 83 483 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა