კახეთში რეგიონული საოპერაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებლის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და კახეთის რეგიონში ყოველთვიურად, რისკ ჯგუფში შემავალი დაახლოებით 10 000 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდება.

„მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და დაემატა სხვა რისკ ჯგუფები, რომელთა აღრიცხვა მოხდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ატარებენ მონიტორინგს და უშუალოდ ახორციელებენ ტესტირებას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ მოგვაწოდეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც ექვემდებარებიან ტესტირებას. განისაზღვრა შესაბამისი კონტიგენტი და ეს რიცხვი დაახლოებით 10 000-ის ფარგლებშია, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დაკორექტირდეს, იმის მიხედვით, როდესაც საბოლოო სიები გვექნება“, - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

შეხვედრას ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში ირაკლი ქადაგიშვილი.

„რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დაიგეგმა საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. თითოეული ადამიანი, რომელიც შედის რისკ ჯგუფში, ეს ეხება სამედიცინო პერსონალს, სამართალდამცველებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალს, მეხანძრე-მაშველებს და ა.შ. თითოეული ეს ადამიანი პერიოდულად იქნება ტესტირებას დაქვემდებარებული. თითოეული ის ადამიანი, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულების გამო არის რისკის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, რომ არ გაგვეპაროს კოვიდის შემთხვევა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო