ბესარიონ სიმონიშვილი სენაკში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, სენაკში, ე.წ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა დასახლებაში არსებული პრობლემები დევნილებისგან პირადად მოისმინა, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა