ანგელა მერკელი - ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, თუმცა მასთან  დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს

ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მომხდარი მკვლელობაც, რომელზეც სასამართლო მსჯელობა მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტია, თუმცა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები მაინც არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რამდენიმე ევროპულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აცნობიერებს თუ არა გერმანია რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.

„ერთი მხრივ ჩვენ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, დესტაბილიზაციის მეთოდებს, როგორც რუსეთის ქცევის ნიმუშს. მეორე მხრივ, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია და ლიბია, ევროპის უშუალო მეზობელი ქვეყნები, რუსეთის სტრატეგიული გავლენა დიდია. ამიტომ გავაგრძელებ მასთან თანამშრომლობისკენ სწრაფვას,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა