შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. უფლებადამცველის განხცადებით, ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა.

„საბა ჩხარტიშვილს წარედგინა ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც მოიცავს ძალადობას. დღეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ჩვენ ბრალის დადგენილებაზე გავაკეთეთ შენიშვნა, რომ დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს საქმის მასალები, შესაბამისად, დღეს არ მომხდარა მისი გამოკითხვა. პოზიციასთან დაკავშირებით, ის ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ჯერ ვერ მოგახსენებთ, მოგვიანებით, როგორც კი მასალები სრულად გადმოგვეცემა და მოხდება მისი გამოკითხვა, ჩვენ დავაფიქსირებთ წერილობით ჩვენს პოზიციას. მას ბრალი ედება ძალადობაში ანუ აგარაკზე განვითარებულ დაპირისპირებაში, საიდანაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდება გადაინაცვლეს კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად ლისზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ძალიან ცუდი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ლისზე, რამდენიმე საათის გადასული იყო“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს