ადვოკატ მზია ქასრაშვილის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს

ადვოკატ მზია ქასრაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს. როგორც მან მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად ცნეს და დადგენილებას დაზარალებულის თაობაზე ხელი მოაწერეს.

„მას ცხვირი და შუბლი აქვს გატეხილი. მან ეს დაზიანებები მეორე ეპიზოდში მიიღო. ვინ მიაყენა დაზიანებები ვერ ასახელებს, იმიტომ, რომ ღამე იყო და თუ ტელეფონით ან მანქანის შუქით არ გაანათებდა, ვერ დაინახავდა. ვიღაცამ ჩაარტყა, არ ვიცი მუშტი იყო თუ ხელში რაიმე ჰქონდა", - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა