საფრანგეთის ელჩი სამეგრელოში იმყოფებოდა

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი სამეგრელოს სტუმრობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, კოლასი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ასევე შეხვედრები გამართა ეპარქიების ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ელჩი მარტვილში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დადიანების სალხინოს რეზიდენციასა და მარტვილის საკათედრო ტაძარს ესტუმრა. სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და ჭყონიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ უმასპინძლეს.

,,დღეს, დასრულდა საფრანგეთის ელჩის სამდღიანი ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ელჩის მიერ არის გამოხატული განსაკუთრებული დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ, ჩვენ მისი დახმარებით, შევძლებთ ურთიერთობების გამყარებას, როგორც კულტურული კუთხით, განათლების, ტურიზმის და ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

,,მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, ეს არის სტუმართმოყვარე სამეგრელოში ჩემი ვიზიტის ბოლო დღე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, მრავალი მიზეზის გამო. განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება, ტურისტული პოტენციალის განვითარების საკითხები და ამ სფეროებში თანამშრომლობა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძლიერი ისტორიის საფუძველზე, ჩვენ ავაშენებთ ძალიან ძლიერ მომავალს. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანით სხვადასხვა ადგილებს, მადლობას გამოვხატავ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ გაწეული მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ელჩმა დიეგო კოლასმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა