ბათუმში ე.წ. ბონის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

ბათუმში ე.წ. ბონის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

ბათუმში, ე.წ. ბონის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 25 ლარს იხდიდნენ და ბაზრის ხელმძღვანელობამ აცნობათ, რომ გადასახადი 35 ლარამდე გაიზარდა.

ბონის საბითუმო ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ შემცირებული ვაჭრობის გამო, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. მათი თქმით, თუ გაზრდილ გადასახადს არ გადაიხდიან, ბაზრის ადმინისტრაცია ტერიტორიის დატოვებით ემუქრება.

ბაზრის ადმინისტრაციის პოზიცია უცნობია. ადმინისტრაციის ოფისი დაკეტილია.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ე.წ ბონის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ