სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 645-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 33 წლის იყო. ამგვარად, დაღუპულთა საერთო რიცხვი 427-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 13 116 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 10 445 ადამიანს ამჟამად მკურნალობა უტარდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობასთან შეფარდებით სომხეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება