ბადრი ჯაფარიძე - ხაშურს და მის პატარ-პატარა სოფლებს დავაყენებთ ფეხზე

ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური გადარჩენისთვის ცხოვრობენ ჩვენ შევუქმნით კეთილდღეობას , - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

“ლელოს” ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ იმედის და მომავლის დაბრუნება, რომელიც წაართვეს.

“ლელო” მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა. თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა გამოიყენოს ის პოტენციალი რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მცხოვრებლებშია.

“ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ “ლელოს” გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად. ხაშურის რაიონში 70-ზე მეტი სოფელი და 100-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან - ქვიშხეთი, სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი.

სამწუხაროდ, ამ წლებმა მოიტანა გაჭირვება და ადამიანები მხოლოდ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და მოვახერხოთ, რომ ხაშური ღირსეულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ხაშურს უნდა ჰქონდეს თავისი სახე”, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს