ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, გაფორმებული ხელშეკრულება, საველე პატრულირების დროს, რეინჯერების კვებით უზრუნველყოფას, თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს.

„კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს არა მარტო თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებაში, არამედ, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 1912 წელს დაარსდა და პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიის რეგიონში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს