შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი - გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ-დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან ჩვენი პოზიცია იგივეა, საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენი არგუმენტები გახლავთ ის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავების საფუძველი არ იყო, მათი წინარე ქმედებებიდან გამომდინარე, დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო", -აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა