დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 36-ით გაიზარდა. მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით BBC-ი წერს, რომ ქვეყანაში სულ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 43,550-ს აღწევს.
სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა შოტლანდიაში.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ "უზარმაზარ" შვებას გრძნობს, რადგან დაღუპულთა რიცხვი არ იზრდება.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, დიდ ბრიტანეთში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 311,151-ს შეადგენს.