ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 7 ადგილობრივი გავრცელების შედეგია და ყველა მათგანი პეკინში დაფიქსირდა.

11 ივნისიდან, ანუ ე.წ. „ბაზრის კლასტერის“ გაჩენიდან, დღემდე დედაქალაქში კორონავირუსით 311 ადამიანი დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჰებეის პროვინციის ანქსინის დასახლებაში, სადაც 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმში დააწესა.

ანქსინი პეკინიდან 150 კილომეტრში მდებაროებს და ბოლო 2 კვირაში იქ კორონავირუსის 18 შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 83 512 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 ადამიანი დაღუპულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა