გერმანიაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 193 761-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 8 961-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით გერმანია მე-14 ადგილზე დგას მსოფლიოში.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, Worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის 10 248 232 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 5 556 439 და დაიღუპა 504 462 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა