დონალდ ტრამპი - სადაზვერვო სამსახურმა New York Times-ის ინფორმაცია სანდო ინფორმაციად არ ჩათვალა და მის შესახებ არაფერი შემატყობინა

სადაზვერვო სამსახურმა New York Times-ის ინფორმაცია სანდო ინფორმაციად არ ჩათვალა და ამიტომ, მის შესახებ არც მე და არც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის არაფერი შეგვატყობინა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სადაზვერვო სამსახურმა ახლახანს მაცნობა, რომ New York Times-ის ინფორმაცია სანდო ინფორმაციად არ ჩათვალეს და ამიტომ, მის შესახებ არც მე და არც ვიცე-პრეზიდენტს არაფერი შეგვატყობინეს. შესაძლოა, ეს კიდევ ერთი ფეიკი იყოს, რომლითაც New York Times-სს რესპუბლიკური პარტიის ცუდად წარმოჩენა სურს,“-წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ New York Times-მა გამოაქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს გასამრჯელოს სთავაზობდა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა