იაპონიაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იაპონიაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 25 მაისის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, - ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ხელახლად დაწესების საკითხი არ განიხილება.

ცნობისათვის, იაპონიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 18 390 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანააც გამოჯანმრთელებულია 16 505 და დაღუპულია 971 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა