გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე „ნაცმოძრაობას" და მათ სხვადასხვა ქვედანაყოფს არ გაურიგდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებული იქნება. როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმე „ნაციონალურ მოძრაობას" და მის „ქვედანაყოფებს" არ გაურიგდა, საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება.

„ოპოზიცია უკვე დაუფარავად ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ განცხადება იყო და ეს განცხადებები არავის უარუყვია გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის იყო „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი „თვალსაჩინო“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, განცხადება. ასე რომ, არშემოსვლის მიზეზი უკვე ვიცით. ჩვენ, რასაკვირველია, მხარს დავუჭერთ. დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, რომელმაც წინა კენჭისყრებზე მხარი დაუჭირა საკითხს და ახლა გარიგებაში შევა მათთან, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაციის მოხდენა სურს,"-აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, თუ კენჭისყრა ჩავარდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ პარტიებმა უნდა აიღონ, ვინც კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

„შეკითხვა იყო ასეთი: არის თუ არა რისკი, როცა ყველა პარტია მხარს არ უჭერს. მე ვამბობ, რომ როდესაც 2-3 ხმა წყვეტს საკითხს, რასაკვირველია, რისკი ყოველთვის არსებობს. თუკი ცუდი შედეგი დადგა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პარტიებმა, ვინც ამ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. დღეს განცხადებები გააკეთეს, რომ მათ საკითხის ჩავარდნა სურთ,"-აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი არა გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ ის არის, რომ საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრის არსებობაზე ხმა გავრცელდეს.

„მათთვის მთავარი გიორგი რურუას გათავისუფლება არ არის, მთავარია, გავრცელდეს ხმა, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმარი არსებობს და მისი გამოშვება დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ეს არის მათი ამოცანა. ისინი ფიქრობენ, რომ ციხეში მყოფი პოლიტიკური ლიდერი მათთვის მეტად სალაპარაკოა",- აცხადებს ვოლსკი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხედავს თუ არა ის უმრავლესობის პასუხისმგებლობას, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ არა.

„უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებაც ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე არ გაურიგდა „ნაცმოძრაობას" და მათ სხვადასხვა ქვედანაყოფს. ასეთი გარიგება დღეს ვერ წარმომიდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ველოდები, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით მიღებული იქნება,"-აცხადებს ვოლსკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა