„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, მეორე მოსმენით განიხილეს.

როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, კანონის პროექტში აისახა პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო