გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებულ პატიმრობას ხვალ გაასაჩივრებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას ხვალ გაასაჩივრებენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს განჩინებას დღეს ჩაიბარებენ, ხვალ კი, გაასაჩივრებენ.

„მიგვაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, სოფიო ლეჟავას განჩინება, რითაც არჩილ გაგნიძეს და ვასილ მახარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, არის დაუსაბუთებელი, უკანონო და თვითნებური, რის გამოც, ხვალისთვის დაცვის მხარე წარვადგენთ საჩივარს აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებაში არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის, რის გამოც, იმედს ვიტოვებთ, სააპელაციო სასამართლო მიიღებს კანონიერ და სამართლიან განჩინებას", - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

პროკურატურამ ფეხბურთელია გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა