ირაკლი აბესაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, „ქართული ოცნება" იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა

„ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" იძულებული გახდა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მესამე მოსმენით მხარი დაეჭირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 8 მარტის შეთანხმება სრულად მაინც არ შესრულებულა, რადგან გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. „ქართული ოცნება" ნამდვილად იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, შემდეგ კი, ბოლომდე მიეყვანა ეს პროცესი. მეორე და მესამე მოსმენაზე „ქართული ოცნება" კანონპროექტს უბრალოდ ვეღარ ჩააგდებდა, რადგან კანონმდებლობა განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს და ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდა. ამიტომ, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მიიღო. 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება და შეუსრულებელია ამ პუნქტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ვსაუბრობ პოლიტპატიმრებზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე.

„ქართული ოცნების" მხრიდან გიორგი რურუას არგათავისუფლება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე. ასევე, ეს არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე, თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა