გიორგი გახარია ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე - გერმანულმა მხარემ თქვა, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრისგან თავს შევიკავებთო - იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც

გერმანიის მხარემ თქვა, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის ფაქტორს შეეხებოდა.

გახარიას თქმით, საქართველოს მხარე თავის პარტნიორებთან ერთად ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია, პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ, სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ, იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა.

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. ლიკვიდირების დაკვეთის მოტივზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი მისი "რუსეთთან და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება გახდა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა