სენაკში მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

სენაკში მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’ ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეტა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს აკადემიური და სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ‘’ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავლის’’ მედპერსონალი.

„ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, საოჯახო მედიცინის ცენტრ ‘’მკურნალში’’. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.