გიგა ბოკერია „ოცნების“ განცხადებაზე - ეს სისულელეები, რომ ოპოზიციის ნაცვლად ბოდიშს იხდიან, წარსულს ჩაბარდება

„ახლა „ ქართულმა ოცნებამ“ ქართულ საზოგადოებასაც მოუხადოს ბოდიში ყველა შეცდომისთვის, მერე იზეიმოს მათი მარცხი არჩევნებში და ასე მშვიდობიანად, როგორც ცუდი სიზმარი, დაგვანებონ თავი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” განცხადებას, სადაც მმართველი გუნდი ბოდიშს უხდის გერმანიის ელჩს.

ბოკერიას განცხადებით, ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან „ძალიან კეთილშობილურია“.

“ძალიან კეთილშობილური“ ნაბიჯია მათი მხრიდან. მე თვლი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას. არჩევნებზე მშვიდად შეეგუონ მარცხს, მიულოცონ მას, ვინც გაიმარჯვებს, ბოდიში მოიხადონ რაც ცუდად გააკეთეს, ბევრი აქვთ ასეთი. ეს სისულელეები, რომ ოპოზიციის ნაცვლად ბოდიშს იხდიან, წარსულს ჩაბარდება, ეს მაიმუნობა, საქართველოს დემოკრატიულ კულტურაში, იმედი მაქვს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 27 ივნისს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც გერმანიის ელჩს ბოდიშს უხდის. „ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა