გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა, სადაც სამი ჯგუფური უჯრედია, ადაპტირებულია. თითოეული უჯრედი მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელს, სანიტარულ კვანძსა და საძინებელს. გარდა ამისა შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს. სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს, რის გამოც, ბავშვებს წლების განმავლობაში ქალაქის სხვა უბნებში სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო