კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წელს ლიცეუმში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 61%-ით არის გაზრდილი.

„საბუთების მიღების პროცესი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ივლისს დასრულდება.

რეგისტრირებული მოსწავლეები 7 ივლისს მათემატიკის, ხოლო 8 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატში - აპლიკანტებს ფიზიკურ მომზადებაში ტესტის გავლა აღარ მოუწევთ. გამოცდები ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება და მოსწავლეებს ქალაქის არჩევა თავად შეეძლებათ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები მშობლის განცხადების საფუძველზე კონკურსის წესით მიიღებიან. ჩასარიცხად შეირჩევიან რეგისტრირებული კანდიდატებიდან, რომელთაც გამოცდებში მაღალი შედეგები აქვთ. შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 121 მოსწავლით განისაზღვრა, აქედან 97 ვაჟი და 24 გოგონაა. ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 5 აგვისტოს გამოქვეყნდება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2020 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური (IX კლასი) აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა