ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

ბაჩანა შეგელიას ინფორმაციით, სანოტარო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიუვიდა. წერილი ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელ, „ფეისბუქზე“ გაასაჯაროვა.

როგორც წერილშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე ბაჩანა შენგელიას მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება. დისციპლინური საქმე კი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამასთან, როგორც წერილიდან ირკვევა, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლებმა მისი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შეგელიას „ფეისბუკ“ გვერდზე საჯაროდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეამოწმეს, საიდანაც, მათი თქმით, დადგინდა, რომ ის საჯარო სოციალურ გვერდს იყენებდა პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნებისა და შეფასებებისთვის.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა