აჭარაში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკაში უკვე ასახულია. ერთი კი დღის მეორე ნახევარში გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, კორონავირუსი ტრანზიტულ-სატვირთო ავტომობილების ორ მძღოლს დაუდასტურდა, ისინი კლინიკა "მედალფაში" არიან მოთავსებული.

მინისტრის თქმით, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ გეგმის მიხედვით, რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს სწრაფ ტესტს ვუტარებთ, ცხადია, ამ მძღოლებს სწრაფი ტექსტის შედეგად დაუდასტურდა, შემდეგ pcr ტესტით ჩავატარეთ საბოლოო კვლევა და ამ დროისათვის კლინიკა "მედალფაში" იმყოფებიან. სხვა პირები, რომელთაც შესაძლოა საეჭვო ნიშნები ჰქონდეთ, არ გვყავს", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის 30 აპრილის შემდეგ, არ დაფიქსირებულა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი