კლინიკა "მედალფაში" აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ ორ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია უკვე ჩაუტარდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ პნევმონია არ დაუდასტურდათ.

მათივე ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და მსუბუქი მიმდინარეობისაა.

კლინიკის დირექტორის ინგა ხოზრევანიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე შემთხვევა იმპორტირებულია და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, კლინიკა "მედალფა" პირველ ივლისამდე კოვიდ ცენტრად რჩება, შემდეგ რა სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას კლინიკა მენეჯმენტისთვის ჯერჯერობით უცნობია.

"ერთი 46 წლისაა, მეორე 58-ის, პირველი მამაკაცი დღეს პირველის ნახევარზე, მეორე კი 4-ის ნახევარზე შემოიყვანეს. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი. ორივე მძღოლია, საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი ცხელების ცენტრებში პირდაპირ საზღვრიდან მოათავსეს, "პისიარ" ტესტების შემდეგ კი ჩვენთან", - განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს