ევროპის ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელს ესტუმრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ესტუმრა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კოლეგას მეზებერგში უმასპინძლა.

ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრისას ევროპის ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმას განიხილავს. მოსალოდნელია, რომ მხარეები კორონავირუსით განპირობებულ კრიზისს, გარემოსდაცვით საკითხებს და სხვა მიმდინარე საერთაშორისო თემებს განიხილავენ.

ცნობისათვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის უთანხმოება არსებობს. ემანუელ მაკრონი რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრა ევროკავშირის ბიუჯეტსა და გაჯანსაღების ფონდთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა