ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმომავლობის გასარკვევად ჩინეთში ექსპერტებს გზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში გაგზავნის, რომლის მიზანია კორონავირუსის წარმომავლობის გარკვევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ უკეთესად შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ვირუსს, როდესაც ვიცით მასზე ყველაფერი, მათ შორის ის, თუ როგორ დაიწყო მისი გავრცელება. ჩვენ ვგზავნით ჩინეთში ჯგუფს მომავალ კვირას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მუშაობა გამოიღებს შედეგს იმის გასაგებად, როგორ დაიწყო ვირუსმა გავრცელება და რისი გაკეთებაა შესაძლებელი ავადმყოფობის აფეთქების შემთხვევაში სამომავლოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა