ჯოზეფ ბორელი - საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით-ვულოცავ ყველას!

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას.

"საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ვულოცავ ყველას! ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას შემდგომ საარჩევნო სამზადისში", - წერს ბორელი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა