ლინას ლინკევიჩუსი - მივესალმებით საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტში, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, აღნიშნული ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს.

"მივესალმებით საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტში, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს. პროპორციული წარმომადგენლობა და პოლიტიკური მოსაზრებების შემდგომი მრავალფეროვნებისთვის კარის გახსნა არის დადებითი, წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნებისთვის",-წერს ლინკევიჩუსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა