ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ფიტნეს ტრენაჟორების მოედანი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ფიტნეს ტრენაჟორების მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალისტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები ქალაქის 3 უბანში, ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში ჩატარდა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წლის ბოლომდე, სავარჯიშო სივრცეები კიდევ 7 სოფელს შეემატება. მათი ინფორმაციით, გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი დამონტაჟდა.

პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო