ამირან გამყრელიძე - ის, რომ საქართველო გამოიყურება ოაზისად და კორონავირუსის ერთეული შემთხვევებია ყოველდღიურად, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს - უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში

არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, მზადყოფნის რეჟიმი უნდა ვიყოთ, რომ თუ შემთხვევათა მეტი რაოდენობა იქნება, ისევე ეფექტურად იმართოს, როგორც დღეს იმართება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ყურადღება რეკომენდაციების დაცვის საჭიროებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მეორე ტალღის პრევენციისთვის მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„ის, რომ დღეს საქართველო გამოიყურება კუნძულად, გარკვეულ ოაზისად, ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს არ გვაძლევს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას. ის, რომ ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში. მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს, როგორც საზოგადოებრივი, ისე ზოგადად ჯანდაცვის სისტემა, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ,“-აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა