აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონის ცვლილება განიხილება

აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონის ცვლილება განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-13 სხდომაზე, დღის წესრიგის პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (I მოსმენა), საკონსტიუტციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება. გადაწყვეტილებას ბიურო წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომაზე ასევე იმსჯელეს „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებითაც, რომლის გადამუშავებული ვარიანტი, საქართველოს რიგ დარგობრივ კანონებში შეტანილი ცვლილების გამო, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში განიხილება. ბიურომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო