გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 8 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, იმერეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში: ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 8 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ორპირში, გელათში, მოწამეთაში, ტაბაკინში, ზედა კლდეთში, ქვედა კლდეთში, თრვინსა და გოგნში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 117 334 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1538 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

„ამჟამად მიმდინარეობს 6 მუნიციპალიტეტის 16 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რაც 2230 აბონენტს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 20 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამწლიანი გეგმით იმერეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა