ვახტანგ შაქარიშვილი - ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ძველ და ახლა ოპოზციას შორის განსხვავება გამოჩნდა.

„ახალი ოპოზიცია - კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს ეს ფრაზა გააჟღერა, იმედია გააზრებულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს. ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარმატება იქნება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ!

მართალია ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან სიზმარშიც ვერ იოცნებებს რომელიმე მმართველი ძალა ისეთ ოპონენტზე, როგორიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს. ამასთან, გაირკვა, რომ არც მორალური შეუთავსებლობა აქვთ. გასაგებია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლება მათი სურვილი რომ არ არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ხალხის არჩევანი და ამას გააკეთებს ისევ და ისევ მისი აღმატებულება, ქართული საზოგადოება.

ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღის პოლიტიკური შეჯამებიდან, ვიდრე ის თამაშები, რომელიც დაპირების შეუსრულებლობით დაიწყო და ნაძალადევი აღფრთოვანებით დასრულდა“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა