პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რაც მეტს ისაუბრებს ელისაშვილი „უფრო ღრმად ჩაეფლობა იმ პოლიტიკურ გაურკვევლობასა და ჭაობში, რომელშიც იმყოფება“

პარტია „ახალი საქართველოს" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რაც მეტს ისაუბრებს ელისაშვილი „უფრო ღრმად ჩაეფლობა იმ პოლიტიკურ გაურკვევლობასა და ჭაობში, რომელშიც იმყოფება“.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილთან, ან სხვა რომელიმე ლიდერთან კონფრონტაციაში შესვლა, „ახალი საქართველოს“ ინტერესი არ არის.

„ჩემთვის ერთის მხრივ გაუგებარია რას ემსახურება გიორგი ვაშაძისა და საერთო ოპოზიციის კანდიდატების ლანძღვა და მეორეს მხრივ ჭიჭინაძით აღფრთოვანება, რომელიც გაურკვეველი პოლიტიკური წარმონაქმნია და თავად არ გამორიცხავს სუს-თან მის თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ინტერესი არ არის ალეკო ელისაშვილთან ან სხვა რომელიმე ლიდერთან კონფრონტაციაში შესვლა, რადგან ზუსტად ვიცით მხოლოდ ერთიანობითა და კოორდინაციით შეიძლება ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის შეცვლა და თუ მასაც იგივე მიზნები ამოძრავებს, უნდა შეიგნოს, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობით ბიძინა ივანიშვილს ვერ შევცვლით. ხოლო თუ მისი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება კი არა არამედ ბუტაფორიული ოპოზიციონერობა და კინტოს როლია პოლიტიკაში, მაშინ ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება და გაცილებით ფართო აუდიტორიას მეტი ინტენსივობით მივაწვდით ამის შესახებ,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი