ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 4 თვის წინ გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და სტატუსის მინიჭებას ეხებოდა უკვე გადაწყვეტილია. შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო.

სააგენტოს დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა