ირაკლი კოვზანაძე - შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები გვაქვს

კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული, ფუნდამენტური შენიშვნები გვაქვს, რასაც დასკვნაში ჩავწერთ , - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომელიც კომიტეტს დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა წარუდგინა.

„ამ კანონპროექტის შესახებ შენიშვნები ფორმულირებული გვაქვს 6 გვერდზე, ეს ეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, მინიმალურ ხელფასს, შრომის ინსპექციას და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს დასკვნას დავურთავთ თან“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტი დგინდება, იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და ა.შ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა