დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის მეორე პანელი 1-ელ ივლისს გაიმართება

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) მეორე პანელი 1-ელ ივლისს გაიმართება.

პანელის თემაა: "საერთაშორისო აქტორები და არჩევნები".

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-5 გამოშვება, თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) აპრილის თვეში დაგეგმა, თუმცა, COVID-19-ის გავრცელების გამო, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან აცნობეს, წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა – „საქართველო არჩევნების წინ: როგორ ავირიდოთ თავიდან დემოკრატიის უკუსვლა?“ იქნება.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გადაწყვიტა, #GEODEM2020 ვებინარის ფორმატში ჩაატაროს და აუდიტორიას 3 სხვადასხვა პანელისგან შემდგარი კონფერენცია შესთავაზოს.

„პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მომავალი საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, კონფერენციის ძირითადი თემაც შეიცვალა და წელს, სამი თემატური პანელი ამ საკითხზე ფოკუსირდება – არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 1 ივლისს, 16:00 საათზე კონფერენციის მეორე პანელი გაიმართება, თემაზე: "საერთაშორისო აქტორები და არჩევნები".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა