რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ და სასწავლებლის მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება, 50 ფუთა ტანსაცმელი და სასწავლო ნივთების 80 ყუთი გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პანსიონი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ გრიგოლის (კაცია) პატრონაჟით ფუნქციონირებს, სადაც დღეს 170 ბავშვი სწავლობს. მისი მოსწავლეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მესამედ ახორციელებს აღნიშნულ ქველმოქმედებას ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მრავალი აქტივობის განხორციელებისთვის და გვერდში დგომისთვის. სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ავთო კვერნაძე და დავით დავითაშვილი და ასევე სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენელი ტარიელ პაპინაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა