ესპანეთის მეცნიერების მინისტრი - არსებობს ალბათობა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ესპანეთში რამდენიმე თვეში გამოცდიან

ესპანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს. არსებობს ალბათობა, რომ რამდენიმე თვეში ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან. ამის შესახებ ქვეყნის მეცნიერების მინისტრმა პედრო დუკემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინის შექმნის 180 პროექტი არსებობს, მათ შორის ესპანეთში - 12, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„12-დან ხუთ ჯგუფში უკვე არის ის, რასაც უწოდებენ „კანდიდატ ვაქცინებს“ და იწყებენ წინასაკლინიკე გამოცდებს ცხოველებზე. ერთ-ერთმა პროექტმა, რომელსაც ასეთი კანდიდატი ვაქცინა აპრილის ბოლოს უკვე ჰქონდა, ცხოველებზე კვლევა უკვე დაასრულა და ამ ვაქცინაზე დიდი იმედი არსებობს“ , - განაცხადა მინისტრმა.

ესპანეთის მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არის იმედი, რომ ადამიანებზე ვაქცინის გამოცდას დეკემბერში დაიწყებენ. საუბარია ოთხ პროექტზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა