სლოვენიის ეკონომიკის მინისტრი დამცავი სამედიცინო აღჭურვილობების შესყიდვაში გამოვლენილი დარღვევების გამო დააკავეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი - თანამდებობა დატოვა

სლოვენიის ეკონომიკის მინისტრი ზდრავკო პოჩივალშეკი კორონავირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამო დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანამდებობა დატოვა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალეს ჰოისმა, რომელმაც მიმდინარე გამოძიება „პოლიტიკურად მოტივირებულ მოქმედებად“ შეაფასა.

პოლონეთის მედიის ინფორმაციით, დაკავებული ზდრავკო პოჩივალშეკი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ცნობისათვის, სლოვენიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობებისა და რესპირატორების სახელმწიფო შესყიდვები გარკვეული დარღვევებით ხორციელდებოდა. მედიის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გარიგებას ისეთ კომპანიებს სთავაზობდა, რომლებიც ადეკვატური სამედიცინო აღჭურვილობების მოწოდებას არ ახორციელებდნენ. ზდრავკო პოჩივალშეკი ბრალდებებს უარყოფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა