იმერეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 119 019 800 ლარი შეადგინა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა 71 271 047 ლარია.

მათივე განმარტებით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: სოფელ წყალტუბოში უბნების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფარცხანაყანებში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, ვანში სპორტული სკოლის და სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, სოფელ დიმის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სხვა.

,,2020 წლის რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტით იმერეთში გამოყოფილია 71 მილიონ ლარზე მეტი, რითაც ფინანსდება დაახლოებით 240 პროექტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის პროექტებზეა აქცენტირება გაკეთებული, ზოგ შემთხვევაში ეს არის გზები, ბაღები, წყალმომარაგების პროექტები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორთვიანი პაუზისა რაც კოვიდის პანდემიამ გამოიწვია ტემპი საკმაოდ მაღალია, ზოგიერთი პროექტი ფაქტობრივად დამთავრებულია, ზოგიერთი დასრულების ფაზაშია"-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

,,იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტეში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პერიოდულად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ შესრულებული სამუშაო იმ სტანდარტით, რაც დადგენილია- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო