ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.

„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში" ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცით ვაჭრობს. მე მომავალზე არც მისაუბრია მათთან. ჩემთვის მთავარი იყო დინამიკა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მათ“, - განაცხადა თემურ კახიძემ.

„მთელი „ქართული ოცნება" აწრიალდა, ღრიალებდა და წრიალებდა, მაგრამ რომ ნახეს თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი, დილით დაასწრეს და გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ არაერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება დაისში და განწირულია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა