ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო ვლადიმერ ჩაჩიბაიას და მივესალმო შეიარაღებული ძალების ახალ მეთაურ გიორგი მათიაშვილს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო.

მან ვლადიმერ ჩაჩიბაიას მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და ახალ მეთაურს გიორგი მათიაშვილს მიესალმა.

"დღეს ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც თავდაცვის ძალებში ინსტიტუციონალურ განვითარებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების დროშის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავს ჯარში თაობათა შორის არსებულ უწყვეტ კავშირს და ურთიერთპატივისცემას. ამ ტრადიციით ჩვენ მომავალ განვითარებას მიღწეულ წარმატებებზე ვაფუძნებთ. დღეს ჩვენ სამხედრო სამსახურიდან ვაცილებთ თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ -ლეიტანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომლის ადგილს მისი მოადგილე გენერალ- მაიორი გიორგი მათიაშვილი დაიკავებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ- ლეიტანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და პატივისცემით მინდა მივესალმო ახალ მეთაურს გენერალ- მაიორ გიორგი მათიაშვილს. ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობით ერთობრივი ძალისხმევით გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს და მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და გავაძლიერებთ ჩვენს საამაყო ჯარს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა