მუშევანში საკარანტინო რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინე რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, სოფელი მუშევანი ერთადერთი დასახლება იყო რეგიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღემდე მოქმედებდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში „კოვიდ19“-ის გავრცელების მასშტაბები იყო ყველაზე დიდი. სამწუხაროდ, სრულად დადასტურებული იყო 290 ფაქტი კოვიდინფიცირების. დღეისათვის გამოჯანმრთელებულია 282 ადამიანი, 4 აგრძელებს მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 4 ხანდაზმული ადამიანი. დღემდე შენარჩუნებული იყო საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. გვაქვს სასიხარულო ამბავი, სოფელში, სადაც 81 დადასტურებული ფაქტი იყო, დღეს სრულად არის ყველა გამოჯანმრთელებული და იხსნება შეზღუდვის რეგულაციები. ქვემო ქართლში, დღეს ჩვენ არსად აღარ გვრჩება შეზღუდვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი 25 აპრილიდან მოქმედებდა.

იხილეთ ვიდეო: მუშევანი 6 ივლისის ნაცვლად, დღეიდან გაიხსნა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს