აჭარაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში უმკურნალებენ, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, კლინიკაში 170-მდე მოქალაქის განთავსება შეიძლება, თუმცა ამ ეტაპზე 40 საწოლზეა გათვლილი.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული იმ ორი მამაკაცის გადაყვანა, რომელიც ამ დრომდე კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა.
ზაალ მიქელაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენა შიდა ტურიზმს ხელს ვერ შეუშლის, რადგან რეგიონში ინფექციის შიდა გავრცელება არ ფიქსირდება.
"მწვანე ზოლი პირობითი სიტყვაა. ეს ხომ შიდა გავრცელება არ არის? - შემოსული მოქალაქეები არიან... კორონავირუსის ეს ორი ფაქტი ტურიზმს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის...
"კოვიდ ცენტრი“ ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება. ფართი გვაძლევს საშუალებას - 170-საწოლიანი კლინიკაა, თუმცა ამ ეტაპზე 40 საწოლზეა გათვლილი. ეს ორი ინფიცირებული მზადდება გადაყვანისთვის. მათ მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვთ", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებული იყო, რამდენიმე დღის წინ ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"